გურამ კაშიას შეხვედრა გულშემატკივრებთან მატჩის დასრულების შემდეგ (ვიდეო)
ამობეჭდვა · 10 / 09 / 2018 00:25

საქართველოს ეროვნულმა საფეხბურთო ნაკრებმა ლატვიის 1:0 დაამარცხა. ამ გამარჯვებით, ეროვნული ნაკრები ჯგუფში ერთპიროვნულ ლიდერად იქცა.

როგორც "იმედის კვირის" ჟურნალისტმა თქვა, სტადიონზე მრავლად იყვნენ გურამ კაშიას მხარდამჭერები. მათ ტრიბუნაზე ლგბტ ჯგუფის შვიდფერიანი დროშის გაშლა სცადეს. მალევე გადმოიფინა გურამ კაშიას მხარდამჭერი ბანერი, რომლის მიმართულებითაც მატჩის დასრულების შემდეგ გურამ კაშია წავიდა - მან გაიხადა მაისური და ბანერის მიმართულებით გულშემატკივრებისკენ ისროლა.