ენერგეტიკის სექტორში ინვესტიციის მოცულობა 7.5-ჯერ გაიზარდა
ამობეჭდვა · 10 / 09 / 2018 12:13
ენერგეტიკის სექტორში ინვესტიციის მოცულობა 7.5-ჯერ გაიზარდა

საქსტატის წინასწარი მონაცემებით, საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამ 2018 წლის II კვარტალში 389.2 მლნ. დოლარი შეადგინა, რაც 2017 წლის II კვარტალის მონაცემებს 9.4 პროცენტით აღემატება.

ქვეყნების მიხედვით ნომერ პირველი ინვესტორი აზერბაიჯანია- 20.7 პროცენტით, მეორე ადგილზეა ჩეხეთი - 20 პროცენტით, ხოლო მესამეზე ნიდერლანდები 16.8 პროცენტით.

ყველაზე მეტი პირდაპირი უცხოური ინვესტიცია ენერგეტიკის სექტორში განხორციელდა და 108.8 მლნ. დოლარს მიაღწია, რაც მთლიანი პირდაპირი უცხოური ინვესტიციების 28 პროცენტია. მეორე ადგილზე იმყოფება  ტრანსპორტისა და კავშირგაბმულობის სექტორი 77.0 მლნ. დოლარით, ხოლო მესამეზე -  საფინანსო სექტორი 64.1 მლნ. დოლარით.

ტეგები