უშიშროების საბჭოს სხდომა 11 სექტემბერს გაიმართება
ამობეჭდვა · 10 / 09 / 2018 12:31
უშიშროების საბჭოს სხდომა 11 სექტემბერს გაიმართება

საქართველოს პრეზიდენტის მოწვევით, საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს სხდომა სამშაბათს11 სექტემბერს, 15:30 საათზე,
საქართველოს პრეზიდენტის რეზიდენციაში (აბდუშელიშვილის ქ.1) გაიმართება.

სხდომის დღის წესრიგით გათვალისწინებულია საქართველოს სამხედრო ძალების რაოდენობის განსაზღვრა 2019 წლისთვის და ქვეყნის თავდაცვის სფეროში მიმდინარე რეფორმების პროგრესის განხილვა.

მომხსენებლები იქნებიან:

საქართველოს თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია;

საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი, გენერალ-მაიორი ვლადიმერ ჩაჩიბაია;

სხდომაში მონაწილეობისთვის მოწვეულია ეროვნული უშიშროების საბჭოს ყველამუდმივი წევრი.

ტეგები