სასამართლომ ნიკა მელიას 3000 ლარიანი ჯარიმა დააკისრა
ამობეჭდვა · 10 / 09 / 2018 13:43
სასამართლომ  ნიკა მელიას 3000 ლარიანი ჯარიმა დააკისრა

თბილისის საქალაქო სასამართლომ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ნიკა მელია წვრილმანი ხულიგნობისა და პოლიციელისადმი წინააღმდეგობის გაწევაში სამართალდამრღვევად ცნო და 3000 ლარიანი ჯარიმა დააკისრა. ამის შესახებ 1TV.GE წერს.

მოსამართლე ლაშა თავართქილაძემ გადაწყვეტილება რამდენიმე წუთის წინ გამოაცხადა.

საქმე ეხება მიმდინარე წლის 11 ივნისის საპროტესტო აქციას, რომელზეც ხორავას ქუჩაზე მოკლული დავით სარალიძის მამა, ზაზა სარალიძე საპროტესტო აქციას მართავდა.

ნიკა მელიას განმარტებით, მისი დაკავება მოხდა მაშინ, როდესაც პროტესტის მონაწილეები გზის გადაკეტვას ცდილობდნენ.

ტეგები