ბათუმში ალი და ნინოს ქანდაკებაზე კაცი ავიდა და მარიხუანას მიწოდებას ითხოვდა
ამობეჭდვა · 10 / 09 / 2018 16:29
ბათუმში ალი და ნინოს ქანდაკებაზე კაცი ავიდა და მარიხუანას მიწოდებას ითხოვდა

ბათუმში, ალი და ნინოს ქანდაკებაზე 29 წლის მამაკაცი ავიდა. როგორც თვითმხილველები აცხადებენ, მამაკაცი ქვემოთ მყოფ მოქალაქეებს მოუწოდებდა, მისთვის მარიხუანა მიეწოდებინათ. ამის შესახებ "ინტერპრესნიუსი" წერს.

​ადგილზე მობილიზებული იყო სახანძრო-სამაშველო ჯგუფი. ქანკადებასთან სამართალდამცველებიც მივიდნენ.

მამაკაცმა მაშველების დახმარებაზე უარი განაცხადა და ალი და ნინოს ქანდაკებიდან თავად ჩამოვიდა.

სამართალდამცველებმა ახალგაზრდა კაცი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ფაქტზე დააკავეს, რაც პოლიციისადმი კანონიერი მოთხოვნის დაუმორჩილებლობას გულისხმობს.

ტეგები