პარლამენტის ბიუროს სხდომა გაიმართა
ამობეჭდვა · 10 / 09 / 2018 16:39
პარლამენტის ბიუროს სხდომა გაიმართა

პარლამენტის ბიუროს დღევანდელ სხდომაზე მომდევნო სასესიო კვირის პლენარული სხდომების დღის წესრიგი განიხილეს.

დეპუტატები კენჭს უყრიან წინა სხდომებზე განხილულ საკითხს - „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“.

პარლამენტი სასესიო კვირაში „საქართველოს შრომის კოდექსსა“ და სახელმწიფო აუდიტის სამსახურის შესახებ“ კანონში შესატან ცვლილებებს განიხილავს. დეპუტატები სსიპ- საზოგადოებრივი მაუწყებლის 2017 წლის ანგარიშს მოისმენენ. სხდომაზე, ასევე, რამდენიმე საპარლამენტო კომიტეტის მიერ გაწეული საქმიანობის წლიური ანგარიში იქნება წარმოდგენილი.

დღის წესრიგით წარმოდგენილია ახალი საკანონმდებლო ინიციატივებიც, რომლებიც ბიურომ შესაბამის კომიტეტებს გადასცა განსახილველად.



ირაკლი კობახიძის განცხადებით პლენარული სხდომები 21-23 სექტემბერს გაიმართება.
 

ტეგები