პირველკლასელებისთვის დამატებითი რეგისტრაცია გამოცხადდა
ამობეჭდვა · 10 / 09 / 2018 18:25
პირველკლასელებისთვის დამატებითი რეგისტრაცია გამოცხადდა

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის ბრძანებით, მათთვის, ვინც ვერ მოასწრო პირველკლასელთა რეგისტრაცია, დამატებითი ვადად 10 და 11 სექტემებრს განისაზღვრა.

2018-2019 სასწავლო წელს, ზოგადი განათლების დაწყებით საფეხურზე სწავლის დაწყების უფლება აქვთ იმ მოსწავლეებს, რომელთა ასაკი შეესაბამება კანონით განსაზღვრულ მოთხოვნებს, ანუ სწავლის დაწყებისთვის უსრულდებათ 6 წელი. აღმოჩნდა, რომ წელსაც ამ მოთხოვნის გამო სკოლის გარეთ დაახლოებით 13 862 ბავშვი დარჩა.

10 აგვისტოს მონაცემებით, საჯარო და კერძო სკოლებში სულ 50 014 პირველკლასელია დარეგისტრირებული, მათგან საჯარო სკოლებში 49 432, ხოლო კერძოში 5 892 პირველკლასელი.

2018-2019 სასწავლო წელი 17 სექტემბერს დაიწყება.

ტეგები