მხოლოდ ერთხელ ვთქვი, პლანი მომაწევინეთ-მეთქი - ალისა და ნინოს ქანდაკებაზე აძრომის შემდეგ კონსტანტინე ედიბერიძეს პატიმრობა შეეფარდა
ამობეჭდვა · 10 / 09 / 2018 18:54
მხოლოდ ერთხელ ვთქვი, პლანი მომაწევინეთ-მეთქი - ალისა და ნინოს ქანდაკებაზე აძრომის შემდეგ კონსტანტინე ედიბერიძეს პატიმრობა შეეფარდა

კონსტანტინე ედიბერიძეს, რომელიც დღეს ალისა და ნინოს ქანდაკებაზე აძვრა, ბათუმის საქალაქო სასამართლომ 12-დღიანი პატიმრობა შეუფარდა. ამის შესახებ "პირველი რადიო" წერს.

დაკავებულს ბრალი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე და 166-ე მუხლით ჰქონდა წაყენებული, რაც პოლიციის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობასა და წვრილმან ხულიგნობას გულისხმობს.

„წინასწარ არავინ იცის, რას გააკეთებს. მივდიოდი გზაზე და მომინდა ძეგლზე ასვლა, ავედი და ხალხს ვეძახდი, სელფი გადავიღოთ-მეთქი, მხოლოდ ერთხელ ვთქვი, პლანი მომაწევინეთ-მეთქი. მოცვივდნენ, იძალადეს, მიწაზე მათრიეს, მოიკითხე ამბავი“, – მიმართა მოსამართლეს კონსტანტინე ედიბერიძემ.

ედიბერიძემ განაჩენის გამოცხადების დროს ბრალდებულის მაგიდა ააყირავა. დარბაზიდან იგი რამდენიმე სამართალდამცველმა გაიყვანა.

ტეგები