საქართველოს პარლამენტის აპარატის უფროსი უკრაინის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს შეხვდა
ამობეჭდვა · 10 / 09 / 2018 19:28
საქართველოს პარლამენტის აპარატის უფროსი უკრაინის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს შეხვდა

პარლამენტის აპარატის უფროსმა, გივი მიქანაძემ უკრაინის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან, იგორ დოლჰოვთან გაცნობითი ხასიათისშეხვედრა გამართა. შეხვედრის მთავარ თემას საქართველო-უკრაინის საპარლამენტთაშორისი ურთიერთობების მიმოხილვასთან ერთად,სექტემბრის ბოლოს, თბილისში გასამართი აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების პარლამენტის აპარატის უფროსების შეხვედრა წარმოადგენდა.

„უკრაინელ დიპლომატთან შეხვედრისას განსაკუთრებული აქცენტები გაკეთდა სექტემბრის ბოლოს დაგეგმილ აღმოსავლეთ პარტნიორობისქვეყნების პარლამენტის აპარატის უფროსების შეხვედრაზე და ერთობლივ მემორანდუმის გაფორმებაზე, რომელიც რეგიონის ქვეყნებს შორისუფრო მჭიდრო და რეგულარულ თანამშრომლობას დააფუძნებს. შეხვედრაზე ხაზი გაესვა ჩვენი ქვეყნების სტრატეგიულ პარტნიორობას ყველამიმართულებით და აღინიშნა, რომ ამ მხრივ, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საპარლამენტო დონეზე მიმდინარე თანამშრომლობის პარალელურადაქტიურად ვითარდებოდეს და ღრმავდებოდეს თანამშრომლობა აპარატებს შორისაც. შეხვედრაზე უკრაინის ელჩმა სრული მხარდაჭერა გამოხატადა მზაობა გამოთქვა პროცესების
ხელშესაწყობად აქტიურად ჩაერთოს და ხელი შეუწყოს როგორც ორმხრივ, ასევე მრავალმხრივ ფორმატებშიქართულ-უკრაინულ ურთიერთობების განვითარებას“, - განაცხადა გივი მიქანაძემ.

პარლამენტის აპარატის უფროსმა უკრაინელ დიპლომატს საქართველოში ზამთრის და ზაფხულის საპარლამენტო აკადემიის დაფუძნებასთანდაკავშირებით ინფორმაცია მიაწოდა, რომელიც რეგიონის ექვსი ქვეყნის პარლამენტის თანამშრომლების ერთობლივი სწავლების კურსის გავლასითვალისწინებს. პროექტის ფარგლებში გერმანელი ექსპერტები და ბუნდესტაგის მოქმედი თანამშრომლები საპარლამენტო აკადემიისმონაწილეებს თემატურ ტრენინგებს ჩაუტარებენ და საკუთარ გამოცდილებას გაუზიარებენ. შეხვედრაზე აღინიშნა, რომ მსგავსი ერთობლივიპროექტები საპარლამენტო დონეზე თანამშრომლობას მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს და პარლამენტის თანამშრომლებს შორის მჭიდროკომუნიკაციის დამყარებას განაპირობებს.

უკრაინის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან შეხვედრისას მხარეები ოქტომბერში, თბილისში დაგეგმილ საქართველო-უკრაინა-მოლდოვისსაპარლამენტო ასამბლეის ინაუგურაციის ღონისძიებასაც შეეხნენ და აღნიშნეს, რომ ის აქტივობები, რომლებიც პარლამენტის აპარატების დონეზეხორციელდება, აღნიშნული თანამშრომლობის პირდაპირი გამოხმაურებაა.

შეხვედრის დასასრულს გივი მიქანაძემ უკრაინელ დიპლომატს მისი ქვეყნის დამოუკიდებლობის 27-ე იუბილე და საქართველოსა და უკრაინასშორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 100 წლისთავი მიულოცა.

ტეგები