ირაკლი კობახიძე ლიეტუვას რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა
ამობეჭდვა · 10 / 09 / 2018 19:38
ირაკლი კობახიძე ლიეტუვას რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ლიეტუვას რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრს ლინას ლინკევიჩუსს შეხვდა.

შეხვედრაზე ორ ქვეყანას შორის არსებული მეგობრული და პარტნიორული ურთიერთობები მიმოიხილეს და სამომავლო თანამშრომლობის შესახებ იმსჯელეს.

მხარეებმა საქართველოს დასავლური ინტეგრაციისა და ევროკავშირთან დაახლოების პროცესის საგზაო რუკის შესახებ ისაუბრეს. ლინას ლინკევიჩუსმა, საგზაო რუკის შემუშავების პროცესში ლიეტუვას მხრიდან მხარდაჭერა და გამოცდილების გაზიარებისთვის მზადყოფნა დაადასტურა.

საუბარი, ასევე, შეეხო მოახლოებულ საპრეზიდენტო არჩევნებსა და საქართველოში განხორციელებულ საკონსტიტუციო რეფორმას.

„ლიეტუვას და საქართველოს ბევრი მიმართულებით სამაგალითო ურთიერთობა აქვთ. ლიეტუვა ყოველთვის გამოხატავს მზადყოფნას საქართველოსთან პრაქტიკული თანამშრომლობისთვის. ამასთან დაკავშირებით გვქონდა საუბარი, ისევე როგორც ჩვენს ევროატლანტიკურ დღის წესრიგსა და ქვეყანაში მიმდინარე რეფორმებთან დაკავშირებით. ლიეტუვა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის ძალიან მტკიცე მხარდამჭერია. ეს გამოიხატება არა მხოლოდ ორმხრივ ურთიერთობებში, არამედ ნამდვილად აღსანიშნავია ის, რომ ლიეტუვა საერთაშორისო არენაზე ყოველთვის ხაზს უსვამს ძალიან მტკიცე პოზიციას საქართველოსთან მიმართებაში. ორმხრივი ურთიერთობების დინამიკა ნამდვილად ინტენსიურია. ასევე, ვისაუბრეთ სამომავლო გეგმებსა და თანამშრომლობაზე, რომელიც ორ ქვეყანას აკავშირებს“, - შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერ

ტეგები