ხულოს მუნიციპალიტეტში ორი ეკლესია გაქურდეს
ამობეჭდვა · 11 / 09 / 2018 10:19
ხულოს მუნიციპალიტეტში ორი ეკლესია გაქურდეს

ხულოს მუნიციპალიტეტში 9 და 10 სექტემბრის ღამეს ორი ეკლესია - ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ხარების და წმიდა ანდრიაპირველწოდებულის ეკლესიები გაქურდეს. ამის შესახებ ინფორმაციას სხალთის ეპარქია ავრცელებს.

ეპარქიის ცნობით, მძარცველი ორივე ტაძარში ფანჯრიდან შევიდა. წაღებულია შესაწირი ყუთი. 

გამოძიება სსკ-ის 177-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ქურდობას გულისხმობს.

ტეგები