„აქცია არავითარ შემთხვევაში არ დაიშლება“ - მალხაზ მაჩალიკაშვილი
ამობეჭდვა · 11 / 09 / 2018 11:38
„აქცია არავითარ შემთხვევაში არ დაიშლება“ - მალხაზ მაჩალიკაშვილი

პანკისის ხეობაში სპეცოპერაციის შედეგად მოკლული თემირლან მაჩალიკაშვილის მამის, მალხაზ მაჩალიკაშვილის განცხადებით, ის პარლამენტთან აქციებს ზაზა სარალიძესთან ერთად იქამდე გააგრძელებს, ვიდრე სიმართლე არ დადგინდება. ინფორმაციას „ინტერპრესნიუსი“ ავრცელებს.

„მთელი დღის განმავლობაში დაველოდებით რაიმე რეაგირება თუ მოხდება. აქცია არავითარ შემთხვევაში არ დაიშლება. მე აქ ზაზა სარალიძესთან ერთად ვიდგები, სანამ სიმართლე არ დადგინდება. ყველაფერი უნდა გაირკვეს და თუ მაინც არ უნდა ხელისუფლებას თავისი დანაშაულის აღიარება, მოგვიწევს სხვა გზას მივმართოთ. რა თქმა უნდა, ყველაფერი კანონის ფარგლებში მოხდება. ჩვენ უნდა შევცვალოთ ეს ხელისუფლება“, - განაცხადა მალხაზ მაჩალიკაშვილმა.

ტეგები