რუსთაველის გამზირზე ზაზა სარალიძისა და მალხაზ მაჩალიკაშვილის საპროტესტო აქცია განახლდა
ამობეჭდვა · 11 / 09 / 2018 19:46
რუსთაველის გამზირზე ზაზა სარალიძისა და მალხაზ მაჩალიკაშვილის საპროტესტო აქცია განახლდა

რუსთაველის გამზირზე ზაზა სარალიძისა და მალხაზ მაჩალიკაშვილის საპროტესტო აქცია განახლდა.

მაჩალიკაშვილი და სარალიძე, რომელიც თავდაპირველად მათი შვილების მკვლელობის საქმეების გამოძიებას ითხოვდნენ, ამჟამად აცხადებენ, რომ ისინი მოქმედ მთავარობას არ ენდობიან და მას გადადგომისაკენ მოუწოდებენ.

ზაზა სარალიძემ გუშინ განაცხადა, რომ მან შიმშილობა დაიწყო. მათ ღამე პარლამენტის შენობასთან გაათენეს.

ტეგები