„მეგონა მთელი საქართველო წუხდა, დღეს იმედიც დავკარგე“ - მალხაზ მაჩალიკაშვილი
ამობეჭდვა · 11 / 09 / 2018 21:00
„მეგონა მთელი საქართველო წუხდა, დღეს იმედიც დავკარგე“ - მალხაზ მაჩალიკაშვილი

"ვფიქრობდი და მეგონა, რომ მთელი საქართველო წუხდა და მთელი საქართველო გამოვიდოდა. დღეს მე იმედიც დამეკარგა, საქართველო კიარა პატარა სოფლის ხალხიც არ გამოდის. არც გუშინ გამოსულან, არც დღეს", - ამ სიტყვებით მიმართა სპეცოპერაციის დროს მოკლული თემირლან მაჩალიკაშვილის მამამ, მალხაზ მაჩალიკაშვილმა დღეს აქციიდან საზოგადოებას.

მაჩალიკაშვილმა მოუწოდა ხალხს გაერთიანდნენ დანაშაულებრივი ჯგუფის წინააღმდეგ და დაეხმარონ მათ სამართლიანობისთვის ბრძოლაში.

"ჩვენ დასაკარგი უკვე დავკარგეთ, რისიც გვეშინოდა ყველაზე მეტად ის მოხდა. ამის შემდეგ მე და ზაზას არანაირი შიში არ გვაქვს. ჩვენ რასაც ვაკეთებთ იმიტომ რომ მომავალ თაობას ჰქონდეს მშვიდი ცხოვრება, როგორც შეეფერება საქართველოს, ქართველ ერს იმ მომავლით იცხოვრონ. ჩვენ შვილებს ვერ დავიბრუნებთ და ვერ გავაცოცხლებთ", - განაცხადა მაჩალიკაშვილმა.

ტეგები