ზაზა სარალიძე ინგოროყვას კლინიკაში დარჩება
ამობეჭდვა · 11 / 09 / 2018 23:46
ზაზა სარალიძე ინგოროყვას კლინიკაში დარჩება

ზაზა სარალიძე ინგოროყვას კლინიკაში დარჩება და მკურნალობას განაგრძობს, – ამის შესახებ კლინიკის ექიმმა-რეანიმატოლოგმა გიორგი გაფრინდაშვილმა განაცხადა.

ექიმის თქმით, პაციენტს დამატებითი გამოკვლევები ესაჭიროება.

„ამ დროისთვის ჩატარებული კვლევებით, ფიქსირდება ჰიპერგლიკემიური მდგომარეობა, რაც ნიშნავს გლიკემიის მაღალ მაჩვენებელს სისხლში და სითხის დაბალ რაოდენობას. მიმდინარეობს კვლევები, პაციენტი საჭიროებს დამატებით გამოკვლევებსა და მონიტორინგს, შესაბამისად, რჩება კლინიკაში და განაგრძობს მკურნალობას. გამომწვევ მიზეზებზე დაზუსტებით საუბარი ჯერ ნაადრევია“, – განაცხადა გიორგი გაფრინდაშვილმა.

ზაზა სარალიძე სასწრაფო დახმარების ჯგუფმა ინგოროყვას კლინიკაში გადაიყვანა. სარალიძე შეუძლოდ პარლამენტის წინ მიმდინარე აქციაზე გახდა.

ტეგები