პრემიერ-მინისტრმა სომხეთში ოფიციალური ვიზიტი შეაჯამა
ამობეჭდვა · 12 / 09 / 2018 13:27
პრემიერ-მინისტრმა სომხეთში ოფიციალური ვიზიტი შეაჯამა

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ სომხეთის რესპუბლიკაში ოფიციალური ვიზიტი შეაჯამა.
 
როგორც მთავრობის მეთაურმა ბრიფინგზე განაცხადა, ნაყოფიერი შეხვედრები გაიმართა სომხეთის პრემიერ-მინისტრთან, პრეზიდენტსა და პარლამენტის თავმჯდომარესთან.
 
„დავისახეთ ძალიან კონკრეტული მიზნები, როგორ შეიძლება სავაჭრო ურთიერთობების კიდევ უფრო განვითარება და გაზრდა. შევეხეთ ისეთ სფეროებს, როგორიცაა  ტრანსპორტი, ენერგეტიკა, ტურიზმი, კულტურა, განათლება, ინოვაციები. მიმდინარე წელს გაიმართება მთავრობათაშორისი ეკონომიკური კომისიის სხდომა, სადაც წარმოდგენილი იქნება კონკრეტული ნაბიჯები, როგორ განვავითარებთ ჩვენს ურთიერთობებს ამ მიმართულებებით“, - აღნიშნა მამუკა ბახტაძემ.