"დიდი ენერგია, ენთუზიაზმი და პასუხისმგებლობა მაქვს, რომ როგორც მინისტრმა, მნიშვნელოვანი შედეგები მოვუტანო ჩვენს ქვეყანას"
ამობეჭდვა · 12 / 09 / 2018 16:04
"დიდი ენერგია, ენთუზიაზმი და პასუხისმგებლობა მაქვს, რომ როგორც მინისტრმა, მნიშვნელოვანი შედეგები მოვუტანო ჩვენს ქვეყანას"

„ძალიან დიდი ამბიციები მაქვს და მნიშვნელოვანი  შედეგების მიღწევას ვაპირებ ჩვენი ქვეყნისთვის“ - ამის შესახებ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ჟურნალისტებთან განაცხადა. მისი თქმით, მსოფლიოში ცნობილ საკონსულტაციო კომპანიაში 18-წლიანი წარმატებული კარიერის დასრულების შემდეგ   მზადაა, მთელი ცოდნა და გამოცდილება  ქვეყანას მოახმაროს.

„იმ  კომპანიაში, სადაც აქამდე ვმუშაობდი,   მე მივაღწიე ზენიტს საკმაოდ მაღალი ანაზღაურებით. თუმცა, იმის ნაცვლად, რომ გამეგრძელებინა  მუშაობა და ჩემი, ასე ვთქვათ, დროისა და და ენერგიის 18 წლის ინვესტიცია გამენაღდებინა ამ კომპანიაში, დავტოვე სამსახური და დავბრუნდი უკან, ჩვენს ქვეყანაში, რომ საქართველოს ვემსახურო“, -  განაცხადა გიორგი ქობულიამ.

როგორც მინისტრმა აღნიშნა, ის ძალიან დიდი პასუხისმგებლობით ეკიდება ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის პოსტზე დაკისრებულ მოვალეობებსა და არსებულ ამოცანებს.  „მსურს არავისთვის საეჭვო არ იყოს,  რომ მაქვს დიდი ენერგია, ენთუზიაზმი და  პასუხისმგებლობა იმასთან დაკავშირებით, რომ მე ამ სამსახურიდან კარგი შედეგები მოვუტანო ქვეყანას და ჩემი გამოცდილება თუ ენერგია მას მოვახმარო“, -  განაცხადა გიორგი ქობულიამ.