კიევში "ქართული ლეგიონის" პრესოფიცერი გარდაცვლილი იპოვეს
ამობეჭდვა · 12 / 09 / 2018 18:01
კიევში "ქართული ლეგიონის" პრესოფიცერი გარდაცვლილი იპოვეს

კიევში „ქართული ლეგიონის“ პრესოფიცერი, 36 წლის ბარ ბონენი თავის ბინაში გარდაცვლილი იპოვეს. ამის შესახებ Facebook-ზე „ქართული ლეგიონის“ მეთაურმა მამუკა მამულაშვილმა დაწერა.

გარდაცვალების ოფიციალურ ვერსიად უკრაინული პოლიცია თვითმკვლელობას ასახელებს, თუმცა როგორც მამულაშვილი წერს, ბონენი "თავს არ მოიკლავდა". მისი თქმით, ამ ვერსიას ბევრი ფაქტი ეწინააღმდეგება.