ზუგდიდის საავადმყოფოში 6 წლის ბავშვი C ჰეპატიტით დაინფიცირდა
ამობეჭდვა · 12 / 09 / 2018 19:38
ზუგდიდის საავადმყოფოში 6 წლის ბავშვი C ჰეპატიტით დაინფიცირდა

ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალში ექვსი წლის ბავშვი C ჰეპატიტით დაინფიცირდა. რეფერალური ჰოსპიტლის სამედიცინო დირექტორის სულხან ორჟონიას განცხადებით, ბავშვის დაინფიცირება ერთ-ერთი მედდის მეშვეობით მოხდა, რომელიც C ჰეპატიტით იყო ინფიცირებული. ინფორმაციას პირველი არხი ავრცელებს. 

გავრცელებული ინფორმაციით, მედდას ნემსი თითზე მოხვდა და მან ამავე ნემსით გაუკეთა მოზარდს ინექცია. მედდა სამსახურიდან გაათავისუფლეს. რაც შეეხება ინფიცირებულ მოზარდს, მის მაღალტექნოლოგიურ გამოკვლევებს ჰოსპიტალი საკუთარ თავზე აიღებს.

ტეგები