ბათუმში მშენებარე სტადიონის ხარაჩოდან მუშა გადმოვარდა
ამობეჭდვა · 12 / 09 / 2018 19:42
ბათუმში მშენებარე სტადიონის ხარაჩოდან მუშა გადმოვარდა

ბათუმში სტადიონის მშენებლობაზე მუშა დაშავდა. 36 წლამდე ასაკის კაცი მშენებლობის კონსტრუქციიდან გადმოვარდა. შემთხვევა დღეს, დაახლოებით ორი საათის წინ მოხდა.

დაშავებული სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ რესპუბლიკურ საავადმყოფოში გადაიყვანა. პაციენტს სხვადსხვა სახის დაზიანებები და მოტეხილობა აქვს. მედიკოსების თქმით, დაშავებულს ოპერაცია ესაჭიროება.

შსს-ს ინფრომაციით, ფაქტზე გამოძიება დაიწყო 240-ე მუხლით, რაც სამთო სამშენებლო, ან სხვა სამუშაო წარმოებისას უსაფრთხოების ნორმების დარღვევას გულისხმობს.

ტეგები