გიორგი ლორიამ რუსული საფეხბურთო გუნდი დატოვა
ამობეჭდვა · 12 / 09 / 2018 20:08
გიორგი ლორიამ რუსული საფეხბურთო გუნდი დატოვა

საქართველოს ნაკრების მეკარემ, გიორგი ლორიამ რუსული საფეხბურთო გუნდი, „კრილია სოვეტოვი“ დატოვა.

32 წლის გიორგი ლორია „კრილიას“ 2015 წელს პირეოსის „ოლიმპიაკოსიდან“ შეუერთდა. 2015-2016 წლების სეზონში გუნდის შემადგენლობაში 15, ხოლო 2016-2017 წლების სეზონში 25 თამაში ჩაატარა.

რუსულმა კლუბმა გიორგი ლორიას გაწეული სამსახურისთვის მადლობა გადაუხადა.

ტეგები