პარლამენტთან ზაზა სარალიძისა და მალხაზ მაჩალიკაშვილის აქცია განახლდა
ამობეჭდვა · 12 / 09 / 2018 20:31
პარლამენტთან ზაზა სარალიძისა და მალხაზ მაჩალიკაშვილის აქცია განახლდა

რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობის წინ, ხორავას ქუჩაზე მოკლული დავით სარალიძის მამის, ზაზა სარალიძისა და პანკისის ხეობაში, სპეცოპერაციის დროს მოკლული თემირლან მაჩალიკაშვილის მამის, მალხაზ მაჩალიკაშვილის აქცია განახლდა.

მაჩალიკაშვილი და სარალიძე აცხადებენ, რომ აქციებს ხელისუფლების გადადგომამდე გააგრძელებენ. 

მალხაზ მაჩალიკაშვილის თქმით, პანკისიდან ავტობუსებით მხარდამჭერებს ელოდებიან.

სარალიძემ და მაჩალიკაშვილმა აქციები 10 სექტემბერს დაიწყეს. 
 

ტეგები