ვანო მერაბიშვილი კლინიკაში გადაიყვანეს
ამობეჭდვა · 12 / 09 / 2018 21:31
ვანო მერაბიშვილი კლინიკაში გადაიყვანეს

საქართველოს ყოფილი პრემიერი ვანო მერაბიშვილი ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან თბილისის ერთ-ერთ კლინიკაში გადაიყვანეს. ინფორმაციას „ნიუპოსტი“ ავრცელებს.

გავრცელებული ინფორმაციით, მერაბიშვილი რამდენიმე საათი ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში იყო მოთავსებული და  გამოკვლევები უტარდებოდა. სამედიცინო დაწესებულებაში გადაყვანის მიზეზი კვლავ სასუნთქი გზების პრობლემები გახდა.

ბოლო ინფორმაციით, მერაბიშვილი უკვე სასჯელაღსრულების დაწესებულებაში დააბრუნეს.
 

ტეგები