ირაკლი კობახიძე შვეიცარიის კონფედერაციის განათლების, კვლევებისა და ინოვაციების სახელმწიფო მდივანს შეხვდა
ამობეჭდვა · 13 / 09 / 2018 12:34
ირაკლი კობახიძე შვეიცარიის კონფედერაციის განათლების, კვლევებისა და ინოვაციების სახელმწიფო მდივანს შეხვდა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, თანხმლებ დელეგაციასთან ერთად,  შვეიცარიის კონფედერაციაში ოფიციალურ ვიზიტს აგრძელებს.

ვიზიტის ფარგლებში, ირაკლი კობახიძემ შეხვედრა ქვეყნის განათლების, კვლევებისა და ინოვაციების სახელმწიფო მდივანთან, მაურო დელ ამბროჯიოსთან გამართა.

შეხვედრაზე საუბრის მთავარი თემა დუალური პროფესიული განათლების მეთოდოლოგია და მისი საქართველოში დანერგვა იყო.

განათლების, კვლევებისა და ინოვაციების სახელმწიფო მდივანმა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს შვეიცარიის კონფედერაციის დუალური პროფესიული განათლების პოლიტიკა  და მომზადების სისტემა გააცნო.

ხაზგასმით აღინიშნა დუალური განათლების მოდელის მნიშვნელობა ეკონომიკური და სხვადასხვა პროფესიული დარგის განვითარებისთვის.

მხარეები სამომავლო თანამშრომლობაზე შეთანხმდნენ.

საქართველოს პარლამენტის დელეგაციის შემადგენლობაში დეპუტატები: ეკა ბესელია, გურამ მაჭარაშვილი, გიორგი ტუღუში და პარლამენტის თავმჯდომარის კაბინეტის უფროსი, ნიკოლოზ სამხარაძე შედიან.