ტოჩინოშინი აკი ბაშოს ლიდერ სეკივაკე მიტაკეუმთან დამარცხდა
ამობეჭდვა · 13 / 09 / 2018 12:48
ტოჩინოშინი აკი ბაშოს ლიდერ სეკივაკე მიტაკეუმთან დამარცხდა

აკი ბაშოს მეხუთე დღე ტოჩინოშინისთვის რთული აღმოჩნდა. ქართველი სუმოისტი ტურნირის ლიდერ და ნაგოია ბაშოს ჩემპიონთან იაპონელი სეკივაკე მიტაკეუმისთან დამარცხდა. 

ლევან გორგაძის მეტოქეს მიმდინარე ტურნირზე ჩატარებული 5 ბრძოლიდან 5 მოგება აქვს. ქართველმა კი 5 შეხვედრიდან 3-ში გაიმარჯვა. 

ტოჩი შემოდგომის ბაშოზე ტრავმით ასპარეზობს, ლევანს ფეხის ტერფი აქვს დაზიანებული, რომელის ბრძოლაში ხელი შემშლელი ფაქტორია. 

ქართველის მომდევნო მეტოქე იკიო იქნება, რომელთანაც დადებითი 9:4-ზე აქვს.

იმისთვის რომ ტოჩინოშინმა ოძეკის წოდება შეინარჩუნოს კაჩი-კოში ანუ დადებითი ბალანსი სჭირდება, ქართველმა მიმდინარე ბაშოზე მინიმუმ 8 შეხვედრა უნდა მოიგოს.