მარიამ ხაჭვანის ფილმს "დედე" ნიუ-იორკში აჩვენებენ
ამობეჭდვა · 13 / 09 / 2018 13:53

ნიუ იორკში 2 და 3 ნოემბერს ახალგაზრდა ქართველი რეჟისორის, მარიამ ხაჭვანის ფილმის „დედე“ ჩვენებები გაიმართება. ინფორმაციას ამის შესახებ ეროვნული კინოცენტრი ავრცელებს. 

ფილმი არაერთი საერთაშორისო ჯილდოს მფლობელია. ნამუშევრის ნაწილი სვანურ დიალექტზეა და მასში მონაწილე ყველა მსახიობი სვანია.

კინოპროექტი „დედე“ ეროვნული კინოცენტრის, Doha Film Institute-ს და სანდენსის კინოფესტივალის მხარდაჭერით განხორციელდა.