ყიფშიძეებს ბინა აუქციონზე გაუყიდეს - „ვიღაც-ვიღაცებს ძალიან შეეშალათ ჩემს ოჯახთან“
ამობეჭდვა · 13 / 09 / 2018 19:15
ყიფშიძეებს ბინა აუქციონზე გაუყიდეს - „ვიღაც-ვიღაცებს ძალიან შეეშალათ ჩემს ოჯახთან“

მსახიობ ზურა ყოფშიძის შვილი, ლენუკა ყიფშიძე სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს:

„საერთოდ ვერ ვიტან კომენტარების წერას და განხილვას საჯაროდ რაღაცების. პირველ რიგში, მინდა, ეს ადამიანი ყველაზე კარგად მყავდეს და ჯანმრთელად. სამწუხაროა, რომ ვიღაც-ვიღაცებს ძალიან შეეშალათ ზურასთან და ჩვენს ოჯახთან. არ იმსახურებს არანაირად. არა უშავს, ყველა აგებს პასუხს. ღმერთი მიხედავს, ვინ ვინ არის და მიუგებს ყველა მაგის გამო…“

ლენუკა ყიფშიძეს fortuna.ge დაუკავშირდა და დაინტერესდა, თუ რას გულისხმობდა მსახიობის შვილი აღნიშნულ სტატუსში. 

„გუდიაშვილზე გვქონდა ბინა, დედაჩემისა და დეიდაჩემის, რომლის იმედადაც ვიყავით. ახლობელს ჩავუდეთ, ვითომ ფული უნდა მოეცათ, მაგრამ მოგვატყუეს. არ მინდოდა, ზურას გაეგო, ვიფიქრე, ჩვენით მოვაგვარებდით, მაგრამ ახლახან გაიგო ზურამ. ვის არ სთხოვა, თუმცა არაფერი გამოვიდა. ახლახან ბანკმა აუქციონზე გაგვიყიდა. ისიც ვიცი, ვინ შეიძინა. ძალიან სამწუხაროა, რომ ვისაც ხმა მიაწვდინა, არაფრით დაეხმარნენ. მით უმეტეს, ზურა ისეთი ადამიანია, რომელიც კაპიკს არავის სთხოვს. რაც აქვს, იქით ეხმარება ხოლმე ყველას… სამწუხაროა, რომ ზურას გვერდით არავინ დაუდგა…

დედაჩემი და მამაჩემი ამას ასე არ დატოვებენ. უფლება არ ჰქონდათ, ერთი ზარის შემდეგ აუქციონზე გაეტანათ. მხოლოდ ერთხელ დაგვირეკა საპრობლემომ. უნდა დაეცდიათ ჩვენთვის, რომ თავად მოგვეგვარებინა ეს პრობლემა. ბინის თემა არ არის აქ მხოლოდ, რადგან ხალხი კვდება უფულობით და გაცილებით დიდი პრობლემების გამო… უბრალოდ, ამხელა ოჯახი ვართ და ყველას ამ ბინის იმედი გვქონდა, ზურას კი არ გაუწიეს ანგარიში და ერთი ზარის შემდეგ გაყიდეს…”, – განუცხადა Fortuna.ge-ს ლენუკა ყიფშიძემ.

ტეგები