პედაგოგებს და სკოლის დირექტორებს ხელფასები გაეზრდებათ
ამობეჭდვა · 14 / 09 / 2018 11:38
პედაგოგებს და სკოლის დირექტორებს ხელფასები გაეზრდებათ

განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის, მიხეილ ბატიაშვილის განცხადებით, განათლების რეფორმა მასწავლებლების, სპეც. მასწავლებლების, სკოლის დირექტორებისა და ადმინისტრაციის სახელფასო პოლიტიკას ითვალისწინებს. 

როგორც მინისტრმა აღნიშნა, 2018-2019 სასწავლო წელს გაზრდილ ხელფასს მიიღებს 10 000-მდე მასწავლებელი, მათ შორის, სპეც. მასწავლებელი; 2019-2021 წლებში ხელფასები გაეზრდებათ სკოლის დირექტორებს, ადმინისტრაციულ პერსონალს და გაგრძელდება ხელფასების ზრდა მასწავლებლებისთვის.

2022 წლისთვის კი მასწავლებლის საშუალო ხელფასი მიაღწევს 1500 ლარს, ხოლო უმაღლესი საფეხურის მასწავლებლების ხელფასი  - 2000 ლარს და მეტს.