გორის ცენტრალური ავტობანი გადაკეტილია - ტერიტორიაზე სპეცრაზმი მივიდა
ამობეჭდვა · 14 / 09 / 2018 12:35
გორის ცენტრალური ავტობანი გადაკეტილია - ტერიტორიაზე სპეცრაზმი მივიდა

ხმაური და დაპირისპირება გორში - სოფელ ხელთბუნის მაცხოვრებლები საპროტესტო აქციას მართავენ. გორის ცენტრალურ ავტობანი გადაკეტეს. ამ წუთებში სამართალდამცველები აქციის მონაწილეებს აკავებენ. მოძრაობა პარალიზებულია აღმოსავლეთიდან დასავლეთის მიმართულებით. ინფორმაციას "რუსთავი 2" ავრცელებს.

სამართალდამცველებს დამატებითი ძალები შეუერთდნენ. "კურიერის" ინფორმაციით, ადგილზე მობილიზებულია სპეცდანიშნულების რაზმი. 

ხელთუბანში გარდაცვლილი 18 წლის ახალგაზრდის, თორნიკე მერებაშვილის ოჯახი სამართალდამცავებს დამნაშავეების მფარველობაში ადანაშაულებს. მერებაშვილის ოჯახს ამ დრომდე არ აქვს პასუხი, თუ რამ იმსხვერპლა 18 წლის მოზარდი.

გარდაცვლილის ოჯახის ამტკიცებს, რომ ორი სოფლის გზაგასაყარზე მოზარდებს შორის კამათი, სისხლიან დაპირისპირებაში გადაიზარდა, რა დროსაც თორნიკე მერებაშვილს სასიკვდილო დაზიანებები მიაყენეს.