ლევან გორგაძემ მეტოქე დაამარცხა
ამობეჭდვა · 14 / 09 / 2018 13:04
ლევან გორგაძემ მეტოქე დაამარცხა

აკი ბაშოს მე-6 დღეს, ტოჩინოშინმა მეოთხე გამარჯვება მოიპოვა. ქართველი სუმოისტი ლევან გორგაძე პირველ მაეგაშირა იკიოის შეხვდა და ცუკიოტოშის ილეთით იოლად დაამარცხა. 

ტოჩინოშინის მომდევნო მეტოქე იჩინოჟი იქნება, ვისთანაც 12:5-ზე აქვს ბალანსი.

ტოჩინოშინს ოძეკის ტიტულის შესანარჩუნებლად ბაშოს დადებითი ბალანსით დასრულება ესაჭიროება.