ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
ამობეჭდვა · 14 / 09 / 2018 17:26
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა

საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ 15 სექტემბრისთვის დადგენილი კურსით, ერთი ამერიკული დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.6128 ლარია. აქამდე მოქმედი კურსით ლარი 2.6222 ღირდა. შესაბამისად, ლარის კურსი დოლართან მიმართებით 0.0094-ით გამყარდა.

ლარის კურსმა ევროსთან მიმართებაში 3.0578 ლარი შეადგინა. აქამდე მოქმედი კურსით 1 ევროს ღირებულება 3.0470 ლარი იყო. შესაბამისად, ევროსთან მიმართებით ლარი 0.0108-ით გაუფასურდა.

ლარის ახალი კურსი 1 ბრიტანულ გირვანქა სტერლინგთან მიმართებაში 3.4296 ლარია. აქამდე მოქმედი კურსი 3.4249 ლარი იყო, ლარი სტერლინგთან 0.0047-ით გაუფასურდა.

თურქულ ლირასთან მიმართებაში ლარის კურსმა 0.4287 ლარი შეადგინა, აქამდე მოქმედი კურსი 0.4066 ლარი იყო. შესაბამისად, ლირასთან მიმართებით ლარი 0.0221-ით გაუფასურდა.