ევროპის ჩემპიონატზე ქართველმა ძიუდოისტებმა 4 მედალი მოიპოვეს
ამობეჭდვა · 14 / 09 / 2018 19:36
ევროპის ჩემპიონატზე ქართველმა ძიუდოისტებმა 4 მედალი მოიპოვეს

ევროპის ახალგაზრდული ჩემპიონატის მეორე დღეს საქართველოს ნაკრების ძიუდოისტებმა 4 მედალი მოიპოვეს,- ამის შესახებ, ინფორმაციას საქართველოს ძიუდოს ფედერაცია ავრცელებს.

81კგ წონით კატეგორიაში ოქრო-ვერცხლი ლუკა მაისურაძემ და ტატო გრიგალაშვულმა გაინაწილეს. ევროპის ჩემპიონი ლუკა მაისურაძე გახდა, ტატო გრიგალაშვილს ვერცხლის მედალი ერგო. ასევე ვერცხლის მედლის მფლობელია - ეთერ ლიპარტელიანი. ხოლო მარიამ ჭანტურიამ -70კგ ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.
 

ტეგები