ტყიბულში მომხდარი ავარიის ახალი დეტალები
ამობეჭდვა · 14 / 09 / 2018 20:51
ტყიბულში მომხდარი ავარიის ახალი დეტალები

ტყიბულში მომხდარი ავარიის შედეგად დაშავებულებიდან 13 საავადმყოფოდან გაწერეს. მათ მსუბუქი დაზიანებები აღენიშნებოდათ. მძიმეა კიდევ 2 დაშავებულის მდგომარეობა, რომელთაგან ერთი ქუთაისის საავადმყოფოში გადაჰყავთ, ხოლო ერთი ტყიბულის ჰოსპიტალში რჩება.

ავარიის შედეგად გარდაცვლილია ერთი ადამიანი.

წინასწარი ინფორმაციით, მიკროავტობუსის მძღოლი არაფხიზელ მდგომარეობაში იყო.

ტყიბულში ავტოსაგზაო შემთხვევა საღამოს მოხდა.

შსს-ს პრესსამსახურის ცნობით, ფაქტზე გამოძიება 276-ე მუხლით მიმდინარეობს.
 

ტეგები