„ჩემი შვილი მიწაში იწვეს და მე სახლში ვიჯდე, თავს ვერ ვაძლევს ამის უფლებას" - ზაზა სარალიძე
ამობეჭდვა · 14 / 09 / 2018 21:27
„ჩემი შვილი მიწაში იწვეს და მე სახლში ვიჯდე, თავს ვერ ვაძლევს ამის უფლებას" - ზაზა სარალიძე

რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობასთან შვილმოკლული მამების მხარდამჭერი აქცია გრძელდება. აქციაზე სიტყვით გამოვიდნენ მალხაზ მაჩალიკაშვილი და ზაზა სარალიძე. ზაზა სარალიძე ვერ აკონკრეტებს როდემდე გაგრძლედება პროტესტის ეს ფორმა.

"ვერ ვიტყვი როდემდე გაგრძელდება პროტესტის ეს ფორმა. ძალიან დიდი მადლობა მოვუხადო იმ ადამინებს, რომლებიც მომიწეოდებენ იმისკენ, რომ ჯანმრთელას ვიყო და ვებრძოლო ამ სისტემას, მაგრამ დღეს მე ვერ ვხედავ საქართველოს ერთიანობას ჩემი აზრით ეს ხალხი დააშინეს... ჩემი შვილი მიწაში იწვეს და მე სახლში ვიჯდე და მკვლელები რესტორნიდან რესტორანში დადიოდნენ, ადამინობიდან გამომდინარე ვერ ვაძლევ ჩემ თავს ამის უფლებას, რომ თუნდაც შევწვიტო შიმშილი. კიდეც რომ მოვკვდე იმედი მაქვს იმის, რომ საქართველო ამ საქმეს ბოლომდე მიიყვანს და მკვლელებს არ აპარპაშებს ამ ქვეყანაში",  - განაცხადა ზაზა სარალიძემ.

ტეგები