„რატომ აბედინებთ ამდენს ამ თავგასულ სარალიძეს?” - ია მეტრეველი
ამობეჭდვა · 14 / 09 / 2018 21:58
„რატომ აბედინებთ ამდენს ამ თავგასულ სარალიძეს?” - ია მეტრეველი

ბუტა რობაქიძის დედა ია მეტრეველი სოციალურ ქსელში ზაზა სარალიძის შესახებ წერს:

„არ შემიძლია არ გამოვხატო ჩემი ემოციები, სარალიძის აღვირახსნილ ქმედებებზე, უკვე ყველა ზღვარს გადავიდა. ჩვენგან, სრულიად უდანაშაულოდ სახელმწიფოსგან დახვრეტილი შვილების მშობლებისაგან, რომლებსაც, დღესაც არ მიგვიღწევია სამართლისთვის და დამნაშავეები ჯერ კიდევ დაუსჯელები დადიან. თუ გინახავთ, ან გსმენიათ ასეთი საქციელი და ასეთი შეურაცხყოფები პოლიციის და მითუმეტეს უდანაშაულო ხალხის მიმართ? რატომ აბედინებთ ამდენს ამ თავგასულ, ნაციონალების მართულ სარალიძეს?” – წერს ია მეტრეველი.

ტეგები