სუს-ის მიერ ქრთამის აღების საქმეზე დაკავებული პირი სავარაუდოდ ბიზნესმენ კვირკვიას დაცვის უფროსია
ამობეჭდვა · 16 / 09 / 2018 12:41
სუს-ის მიერ ქრთამის აღების საქმეზე დაკავებული პირი სავარაუდოდ ბიზნესმენ კვირკვიას დაცვის უფროსია

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ ქრთამის აღების საქმეზე დაკავებული პირი სავარაუდოდ ბიზნესმენ კვირკვიას დაცვის უფროსი და „ტყის ძმების“ მეთაურის დაცვის ყოფილი უფროსია. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსი“ წერს. 

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ „ანტიკორუფციულ სააგენტოში მიმდინარეობს გამოძიება ქრთამის აღების ფაქტზე, საქართველოს სსკ-ის 338-ე მუხლით. "მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, ჩატარებული საცხოვრებელი სახლების და მანქანების ჩხრეკის შედეგად, დაკავებულია მოქალაქე ზაზა ხ. აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით საგამოძიებო მოქმედებები გრძელდება".

აღნიშნული დაკავება უკავშირდება ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერის, ლაშა გოგიას და მისი მოადგილის, გია გულორდავას მიერ ქრთამის აღების შესაძლო ფაქტზე სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლით დაწყებულ გამოძიებას.

ტეგები