„აი, ასე მოიქცა კაცი, რომელმაც საქართველოს მართვა არ იცოდა...“ - რას წერს ცოტნე გამსახურდია ზვიად გამსახურდიაზე
ამობეჭდვა · 16 / 09 / 2018 16:48
„აი, ასე მოიქცა კაცი, რომელმაც საქართველოს მართვა არ იცოდა...“ - რას წერს ცოტნე გამსახურდია ზვიად გამსახურდიაზე

საქართველოს პირველი პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას ვაჟი, ცოტნე გამსახურდია სოციალურ ქსელში წერს:

„არ ვიცი რატომ, მაგრამ ბევრი წლის წინანდელი მოგონება ამოტივტივდა...

ვისაც გახსოვთ, მამაჩემმა რომ ქვეყანაში პურის გაძვირებაზე უარი თქვა (მაშინ ამ ამბავს ჯერ ისევ სახელმწიფო არეგულირებდა), კრემლიდან მართული ოპოზიცია ამაზეც აყეფდა. სახლში დაბრუნებულს, ჩვენთან სტუმრად მყოფმა მისმა მეგობარმა ჰკითხა: რატომ გააკეთე, ზვიად, ხომ ხედავ, მაინც გაკრიტიკებენ და ბიუჯეტში დამატებითი შემოსავალი გაწყენსო?

მან უპასუხა: - მე ამ ქვეყანაში იმდენ ადამიანს ვიცნობ, საღამო რომ მარტო ჩაიზე და პურზე გადააქვთ, და ისინი თუ მშივრები დავტოვე, ბიუჯეტი ვიღასთვის მინდაო?

აი, ასე მოიქცა კაცი, რომელმაც საქართველოს მართვა არ იცოდა... სამაგიეროდ, მალე ჩამოსულმა დიდმა პოლიტიკოსმა ცეცხლის ფასი გაუხადა ამ ხალხს ნავთი, ბენზინი, პური და საკუთარ ძმიშვილებს ჩაუგდო ხელში, და ნუგზარა-ცეზარები მილიარდერები გახადა. მეორემ - ომიდან რამდენიმე დღეში მილიარდიანი რეზიდენციის მშენებლობა დაიწყო. ტყუილად კი არ არის აქ ნათქვამი: სიკეთის მკეთებლის დედაო...“

ტეგები