„მითხრეს, რომ პატრიარქს უნდა ჩემი ნახვა“ - ზაზა სარალიძე ილია მეორეს შეხვდება
ამობეჭდვა · 16 / 09 / 2018 18:17
„მითხრეს, რომ პატრიარქს უნდა ჩემი ნახვა“ - ზაზა სარალიძე ილია მეორეს შეხვდება

ზაზა სარალიძე პატრიარქს შეხვდება. ილია მეორე დავით სარალიძის მამას რეზიდენციაში მიიღებს. ზაზა სარალიძის თქმით, ის შეხვედრაზე ილია მეორეს თავსი მოთხოვნებსა და პოზიციებს გააცნობს. საპატრიარქოში შეხვედრა დღის მეორე ნახევარში გაიმართება.

როგორც ცნობილია შეხვედრის ინიციატორი თავად პატრიარქი ილია მეორეა, ამის შესახებ ინფორმაცია ზაზა სარალიძეს გუშინ სასულიერო პირებმა მიაწოდეს.

მანამდე კი პარლამენტის წინ საპროტესტო აქცია გრძელდება. მიუხედავად იმისა, რომ შიმშილობის შედეგად ზაზა სარალიძე რამდენჯერმე შეუძლოდ გახდა, როგორც ცნობილია, ის ექიმების რეკომენდაციებს არ ითვალისწინებს და პროტესტის ამ ფორმას კვლავ მიმართავს.

" საპატრიარქოდან თვითონ დამიბარეს, მითხრეს, რომ პატრიარქს უნდა ჩემი ნახვა. დღის ბოლოსკენ სავარაუდოდ დროს მეტყვიან და აუცილებლად წავალ შევხვდები უწმინდესს. რაც შეეხება შიმშილობას ჯერჯერობით ისევ ვაგრძელებ. სანამ ეს მკვლელი ხელისუფლება იქნება თავიანთ თანამდებობებზე მანამ არ შეწყდება ეს აქციები" - განაცხადა ზაზა სარალიძემ. 

ტეგები