„შენი თანატოლები დღეს ერთმანეთს შეხვდებიან, შენ კი ცივ მიწაში წევხარ, მამი“
ამობეჭდვა · 17 / 09 / 2018 10:46
„შენი თანატოლები დღეს ერთმანეთს შეხვდებიან, შენ კი ცივ მიწაში წევხარ, მამი“

ხორავას ქუჩაზე მოკლული დავით სარალიძის მამა, ზაზა სარალიძე სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს:

„შენი თანატოლები დღეს ერთმანეთს შეხვდებიან მამი. ერთმანეთს მოუყვებიან ვინ სად გაატარა ზაფხული და იამაყებენ თავიანთი ისტორიებით.

შენ კი ცივ მიწაში წევხარ მამი, ჩემო სადისტურად მოკლულო ვაჟკაცო.

ნუ გეშინია მამი, არ ხარ მანდ მარტო, მე ხო მუდამ შენთან ვარ მამი.

შენ ლამაზ სულს ვენაცვალე მამი", - წერს ზაზა სარალიძე.

ტეგები