თიბისი ბანკის ფილიალზე თავდასხმა მოხდა
ამობეჭდვა · 17 / 09 / 2018 13:51
თიბისი ბანკის ფილიალზე თავდასხმა მოხდა

თიბისი ბანკის გორგასლის ფილიალში უცნობმა პირმა ე.წ. მოლოტოვის კოქტეილი შეაგდო და ხანძარი გააჩინა. ინფორმაციას on.ge ავრცელებს.

თვითმხილველის ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა, პოლიციამ ბრალდებული უკვე დააკავა.

"შემოვიდა და დაიყვირა, "ვინც გაასწრებთ, გაიქეცითო", დააგდო მოლოტოვის კოქტეილი და ცეცხლი გააჩინა. კლიენტებიც და ოპერატორებიც გარეთ გამოვცვივდით. სახე დაფარული ჰქონდა", - ჰყვება თვითმხილველი.

ტეგები