ნახეთ, რას წერს სალომე ზურაბიშვილის ძმა სოციალურ ქსელში
ამობეჭდვა · 17 / 09 / 2018 21:27
ნახეთ, რას წერს სალომე ზურაბიშვილის ძმა სოციალურ ქსელში

"ჩემო მეგობრებო

ზოგიერთ ჩემს მეგობარს სურს გაიგოს ჩემი აზრი რუსეთ-საქართველოს ომთან დაკავშირებით ;

მართალი გითხრათ მათი კითხვები მაკვირებს. ეს ნიშნავს იმას, რომ ამ მეგობრებს ბოლო 50 წლის განმავლობაში ჩემი პოზიციების შესახებ არც არაფერი წაუკითხავს და არც არაფერი სმენიათ. მთელი ამ ხნის განმავლობაში, ვიყავი ერთი და იმავე იდეების ერთგული და ვიცავდი ერთი და იმავე პრინციპებს, რასაც ადასტურებს ჩემი ქმედებები. გუშინ, მაგალითად, ლევილიდან ოკუპირებული ტერიტორიების პირდაპირი ჩართვის ორგანიზება მოვახდინე. მათ, ვინც ამ ეთერს უყურა, იმედია ეჭვი არ ეპარებათ ჩემს პოზიციაში.

მიუხედავად ამისა მე კიდევ ერთხელ ვიმეორებ, იმას, რასაც ყოველთვის ვამბობდი.

მე-19 საუკუნისდასაწყისიდან რუსეთი საქართველოს მიმართ ანვითარებდა აგრესიული პოლიტიკას და სტრატეგიას, რათა მას ჩვენი სამშობლო რუსეთის ორბიტაზე ჰყოლოდა ეს ეხება როგორც მეფის რუსეთს, ისე, საბჭოთა რუსეთს და დღევანდელ ტოტალიტარულ რუსეთს.

რუსეთი მუდმივ ომს აწარმოებს საქართველოს წინააღმდეგ: იქნება ეს "რბილი ძალის" გამოყენება, როცა ის პოლიტიკურ გავლენას იყენებს, თუ როდესაც ის სამხედრო ძალას იყენებს, და შეიჭრება საქართველოში და საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე სამხედრო ბაზებს აშენებს.

დიახ! რუსეთმა დაიწყო 2008 წლის 7 აგვისტოს რუსეთ-საქართველოს ომი.

დიახ, სწორედ რუსეთია ინიციატორი შიდა ქართლში ქართულ სოფლებზე შეიარაღებული თავდასხმების .

დიახ! რუსეთი განაგრძობს დღეს ამ ომს ოკუპირებულ ტერიტორიებზე გაძლიერებული მილიტარიზაციით და პროვოკაციებით (მხედველობაში მაქვს : ადამიანების გატაცებები, მკვლელობები, საოკუპაციო ზონის საზღვრების გადაადგილება).

დიახ! რუსეთი საქართველოს მტერია. დიპლომატიური გზა უდავოდ გამოსავალია, მხოლოდ ამ ობიექტურ რეალობაზე დაყრდნობით და არა მისი უარყოფით შეიძლება სტრატეგიის აგება. დიპლომატია, ნამდვილი ფაქტების დამახინჯებას არ ნიშნავს. თუ კი ნამდვილ ფაქტებზე თვალებს დავხუჭავთ , ამით რუსეთის პოლიტიკა არ შეიცვლება", - წერს რუსეთ-საქართველოს აგვისტოს ომთან დაკავშირებით საფრანგეთში ქართული სათვისტომოს თავმჯდომარე, სალომე ზურაბიშვილის ძმა, ოთარ ზურაბიშვილი.