რატი წითელაძემ Golden Globes-ის ჰოლივუდის უცხოური პრესის ასოციაციის გრანტი მოიპოვა
ამობეჭდვა · 17 / 09 / 2018 23:10
რატი წითელაძემ Golden Globes-ის ჰოლივუდის უცხოური პრესის ასოციაციის გრანტი მოიპოვა

ქართული კინემატოგრაფიის ისტორიაში, რატი წითელაძე გახდა პირველი რეჟისორი, რომელიც Golden Globes-ის ჰოლივუდის უცხოური პრესის ასოციაციის რეზიდენციის გრანტის გამარჯვებული გახდა. ინფორმაციას ეროვნული კინოცენტრი ავრცელებს.

მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური, ტორონტოს საერთაშორისო კინოფესტივალის TIFF Filmmaker Lab-ის რჩეული რეჟისორებიდან, ჰოლივუდის უცხოური პრესის ასოციაციის კომისიამ, რატი წითელაძე, პროექტით „ცარიელი სახლი“ სამ გამარჯვებულს შორის დაასახელა.

წითელაძე ლოს-ანჯელესში, სამკვირიანი რეზიდენციის ფარგლებში, ჰოლივუდის უცხოური პრესის ასოციაციის საბჭოს წევრებს, ცნობილ კინემატოგრაფებსა და მოწვეულ სპიკერებს შეხვდება და ოქროს გლობუსის 76-ე დაჯილდოებას დაესწრება.