აფხაზეთის დეფაქტო პრემიერმინისტრად ვალერი ბგანბა დაინიშნა
ამობეჭდვა · 18 / 09 / 2018 13:21
აფხაზეთის დეფაქტო პრემიერმინისტრად ვალერი ბგანბა დაინიშნა

აფხაზეთის დეფაქტო პრემიერმინისტრად ვალერი ბგანბა დაინიშნა, რომელიც მანამდე პარლამენტის სპიკერის თანამდებობას იკავებდა. ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.

აფხაზეთის დეფაქტო პრეზიდენტის რაულ ხაჯიმბას თქმით, მან პრემიერად ბგანბას დანიშვნის ბრძანებას ხელი უკვე მოაწერა. აქამდე დეფაქტო პრემიერის მოვალეობებს დაურ არშბა ასრულებდა.

ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო პრემიერმინისტრი გენადი გაგულია ავარიაში 8 სექტემბერს, გვიან საღამოს დაიღუპა.

ტეგები