ირინე ფრუიძე: „საპარლამენტთაშორისო კავშირი მხარდაჭერას უცხადებს ღია პარლამენტის საბჭოს ახალი სამოქმედო გეგმის განხორციელებაში"
ამობეჭდვა · 18 / 09 / 2018 14:47
ირინე ფრუიძე: „საპარლამენტთაშორისო კავშირი მხარდაჭერას უცხადებს ღია პარლამენტის საბჭოს ახალი სამოქმედო გეგმის განხორციელებაში"

ღია მმართველობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოს თავმჯდომარე, ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე ირინე ფრუიძე საპარლამენტთაშორისო კავშირის (IPU) წარმომადგენელს ირენა მიანოვიჩს შეხვდა.

შეხვედრის ძირითადი თემა იყო საქართველოს პარლამენტისა და, კერძოდ, ღია პარლამენტის მუდმივმოქმედი საბჭოს თანამშრომლობა საპარლამენტთაშორისო კავშირთან (IPU).

„ჩვენ გასულ წელს IPU-ს დახმარებით განვახორციელეთ პარლამენტის თვითშეფასება და მნიშვნელოვანია, რომ საპარლამენტთაშორისო კავშირი დიდ მხარდაჭერას გამოთქვამს საქართველოს პარლამენტის მიმართ.

ორგანიზაციაში ძალიან კმაყოფილნი არიან ამ თანამშრომლობით და ისინი მხარდაჭერას უცხადებენ ღია პარლამენტის საბჭოს ახალი სამოქმედო გეგმის განხორციელებაში", - განაცხადა ირინე ფრუიძემ შეხვედრის შემდეგ.

ტეგები