სოფო კილაძე ეუთო-ს უმაღლეს კომისარს ეროვნულ უმცირესობათა საკითხებში ლამბერტო ზანიერს შეხვდა
ამობეჭდვა · 18 / 09 / 2018 19:36
სოფო კილაძე ეუთო-ს უმაღლეს კომისარს ეროვნულ უმცირესობათა საკითხებში ლამბერტო ზანიერს შეხვდა

ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე სოფო კილაძე უმცირესობის საკითხებში ეუთო-ს უმაღლეს კომისარს, ლამბერტო ზანიერს შეხვდა. მხარეებმა ეროვნული უმცირესობების უფლებების დაცვისა და მათი საზოგადოებრივ და პოლიტიკურ ცხოვრებაში ინტეგრაციის მხრივ საქართველოში არსებული ვითარება განიხილეს. ყურადღება გამახვილდა საქართველოში ეროვნული უმცირესობების დაცვის კონტექსტში განათლების სისტემის რეფორმირებაზე.

„შეხვედრაზე ვისაუბრეთ სახელმწიფო პოლიტიკის შესახებ ეთნიკურ უმცირესობებთან მიმართებით და ქვეყანაში ამავე მიმართულებით მიმდინარე პროექტებზე. ყურადღება გამახვილდა ზანიერის აფხაზეთში დაგეგმილ ვიზიტზე, ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ  ადამიანის უფლებების მძიმე მდგომარეობასა და საქართველოს მთავრობის სამშვიდობო ინიციატივაზე“, - განაცხადა სოფო კილაძემ შეხვედრის დასრულების შემდეგ.