ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმი 19 სექტემბერს ე.წ. საზღვარს ჩაკეტავს
ამობეჭდვა · 18 / 09 / 2018 19:50
ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმი 19 სექტემბერს ე.წ. საზღვარს ჩაკეტავს

ოკუპირებულ ცხინვალში საზეიმო ღონისძიებებთან დაკავშირებით, რომელიც ე.წ. რესპუბლიკის დაარსების დღეს მიეძღვნება, საოკუპაციო რეჟიმმა საქართველოსთან ე.წ. საზღვრის ჩაკეტვა გადაწყვიტა. ინფორმაციას 1tv ავრცელებს.

„19 სექტემბრის 20:00 საათიდან იგეგმება საქართველოსთან არსებული სასაზღვრო გამშვები პუნქტების ჩაკეტვა“, – ნათქვამია საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენელთა განცხადებაში.

ამ განცხადების თანახმად, ე.წ. საზღვარზე გადაადგილება 21 სექტემბერს 06:00 საათზე აღდგება.