გურჯაანის მუნიციპალიტეტში სეტყვამ სამი სოფელი დააზარალა
ამობეჭდვა · 18 / 09 / 2018 20:19
გურჯაანის მუნიციპალიტეტში სეტყვამ სამი სოფელი დააზარალა

სეტყვის შედეგად, გურჯაანის მუნიციპალიტეტში, სოფელ მელაანში, არაშენდასა და ჩალაუბანში ვენახების ნაწილი, ერთწლიანი სასოფლო-სამეურნეო კულტურები და საკარმიდამო ნაკვეთები დაზიანდა. ინფორმაციას 1TV ავრცელებს.

გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერის, არჩილ ხანდამაშვილის თქმით, წინასწარი ინფორმაციით ზარალი დიდი არ არის. მერიის თანამშრომლები ვითარებას ადგილზე ეცნობიან და ზარალის ოდენობა მოგვიანებით დაზუსტდება.

კახეთის რეგიონი სეტყვამ 18 აგვისტოსაც დააზარალა. წვიმისა და სეტყვის შედეგად, თელავში იუსტიციის სახლის სარდაფი დაიტბორა. ადილებულმა წყალმა დატობრა სახლები და სამეურნეო ნაკვეთები. განადგურდა ყურძენი.