ზურაბიშვილის აზრით, მის მეტყველებასთან დაკავშირებით აჟიოტაჟი ხელოვნურად შეიქმნა
ამობეჭდვა · 18 / 09 / 2018 22:44
ზურაბიშვილის აზრით, მის მეტყველებასთან დაკავშირებით აჟიოტაჟი ხელოვნურად შეიქმნა

პრეზიდენტობის დამოუკიდებელი კანდიდატი სალომე ზურაბიშვილი მიიჩნევს, რომ მის მეტყველებასთან დაკავშირებით შექმნილი აჟიოტაჟი ხელოვნურია. ამის შესახებ მან გადაცემაში „პირისპირ“ განაცხადა.

მისი თქმით, ის უკვე 15 წელია პოლიტიკაშია და აქამდე მისი ლაპარაკის მიმართ პრეტენზია არ გაჩენილა. შესაბამისად, ის ამ თემაზე საუბარს არასერიოზულად მიიჩნევს.

საქართველოში საპრეზიდენტო არჩევნები 2018 წლის 28 ოქტომბერს ჩატარდება.