ზაზა გაბუნია - თემქაზე მდებარე საქართველოს ისტორიის მონუმენტის პოპულარიზაციისთვის ქართველი და უცხოელი ჟურნალისტები სტატიებს მოამზადებენ
ამობეჭდვა · 19 / 09 / 2018 12:11
ზაზა გაბუნია - თემქაზე მდებარე საქართველოს ისტორიის მონუმენტის პოპულარიზაციისთვის ქართველი და უცხოელი ჟურნალისტები სტატიებს მოამზადებენ

რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ, თემქისა და სანზონის მაჟორიტარმა დეპუტატმა, ზაზა გაბუნიამ ზღვის უბანში მდებარე საქართველოს ისტორიის მონუმენტი ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელთან, გიორგი ჩოგოვაძესთან ერთად დაათვალიერა.

თემქაზე მდებარე საქართველოს ისტორიის მონუმენტის ავტორი ცნობილი სკულპტორი და ხელოვანი ზურაბ წერეთელია.

ზაზა გაბუნია: „ტურიზმის ადმინისტრაციის ხელმძღვანელთან, ბატონ გიორგი ჩოგოვაძესთან შევთანხმდით, რომ თემქაზე, თბილისის ზღვის მიმდებარედ არსებული საქართველოს ისტორიის მონუმენტის პოპულარიცაზიისთვის, ქართველი და უცხოელი ჟურნალისტების მიერ სტატიები და ბლოგები მომზადდება.“

დეპუტატის განცხადებით, მას სჯერა, რომ მონუმენტი საქართველოში ჩამოსული ვიზიტორებისთვის განსაკუთრებული ინტერესის საგანი გახდება.

ტეგები