სამინისტროს მხრიდან რეაგირება უმკაცრესი იქნება - შიდა აუდიტმა ქუთაისის სკოლაში ბულინგის შესაძლო ფაქტის შესწავლა დაიწყო
ამობეჭდვა · 19 / 09 / 2018 12:20
სამინისტროს მხრიდან რეაგირება უმკაცრესი იქნება - შიდა აუდიტმა ქუთაისის სკოლაში ბულინგის შესაძლო ფაქტის შესწავლა დაიწყო

სკოლებში ბულინგთან და ყველა სახის ძალადობასთან შეურიგებელი ბრძოლა სამინისტროს ერთ-ერთ უმთავრეს პრიორიტეტს წარმოადგენს – ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო ავრცელებს.

”ამ მიმართულებით, დარგის სპეციალისტებთან და კვალიფიციურ ფსიქოლოგებთან ერთად, სკოლებში არაერთი ფართომასშტაბიანი კამპანია მიმდინარეობს. სამინისტროს მიზანია, როგორც ძალადობის გამოვლინებაზე რეაგირება, არამედ მისი პრევენცია.

სწორედ ამიტომ, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს შიდა აუდიტის დეპარტამენტმა, ქუთაისის იოსებ ოცხელის სახელობის N2 საჯარო სკოლაში მასწავლებლის მხრიდან მოსწვლეზე განხორცილებული შესაძლო ბულინგის ფაქტთან დაკავშირებით, მოკვლევა ინფორმაციის მიღებისთანავე დაიწყო.

იმ შემთხვევაში, თუ მშობლის მიერ გავრცელებული ინფორმაცია დადასტურდება, რომ მისი შვილის მიმართ სკოლის რომელიმე წარმომადგენლის მხრიდან ადგილი ჰქონდა ფიზიკურ, ფსიქოლოგიურ ან ნებისმიერი სახის ძალადობას, სამინისტროს მხრიდან რეაგირება უმკაცრესი იქნება”, – ნათქვამია განცხადებაში.

ტეგები